ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე ჰყავს თავისი დაუმარცხებელი სიმბოლო - ამ ბიჭების სახით, რომლებიც ბევრად უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე მთელი ის რეჟიმი, რომელმაც ისინი დაატყვევა, - პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ანდრო ჭიჭინაძის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პატიმრობაში დატოვებას ეხმიანება.
„ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე ჰყავს თავისი დაუმარცხებელი სიმბოლო - ამ ბიჭების სახით, რომლებიც ბევრად უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე მთელი ის რეჟიმი, რომელმაც ისინი დაატყვევა.
თავად ეს ბიჭები გვაძლევენ ბრძოლის სტიმულს და ენერგიას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საერთო გამარჯვებამდე!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“, - წერს გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.