ყველა მძევალი გათავისუფლდება. გამოვლენ და თავაწეულები ივლიან. ციხის საკნებში მათ ადგილს სულგაყიდული მოსამართლეები, ცრუ მოწმეები, საქმეების მკერავი პროკურორები და ქვეყნის გამყიდველი პოლიტიკოსები დაიკავებენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე წერს.
„ყველა მძევალი გათავისუფლდება. გამოვლენ და თავაწეულები ივლიან.
ციხის საკნებში მათ ადგილს სულგაყიდული მოსამართლეები, ცრუ მოწმეები, საქმეების მკერავი პროკურორები და ქვეყნის გამყიდველი პოლიტიკოსები დაიკავებენ.
ქართველი ხალხი და, თუნდაც, მთელი სამყარო იღვაწებს ამ სიმართლისთვის.
მხნეობა, გამძლეობა და შინაგანი სიმშვიდე უკანონო პატიმრებსა და მათ ოჯახებს.
გამარჯვება საქართველოს!“,- წერს დათო გორგილაძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.