გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ განაცხადა, რომ კუნძულს არ სურს იყოს ამერიკის ან დანიის, არამედ სურს იყოს დამოუკიდებელი.
ამის შესახებ მან პარასკევს კოპენჰაგენში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება Financial Times
როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, ეგედემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუნძულის მოსახლეობას არ სურს იყოს არც დანიელი და არც ამერიკელი.
ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები, არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები.
შეხვედრაზე დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ გრენლანდიის დამოუკიდებლობის სურვილი "ლეგიტიმური და გასაგებია".
ფრედერიკსენმა დასძინა, რომ მას სურს შეინარჩუნოს დანიის სამეფო, რომელიც მოიცავს დანიას, გრენლანდიას და ფარერის კუნძულების ავტონომიურ ტერიტორიას.
”მე პირადად მჯერა, რომ თუ ჩვენ ერთად დავრჩებით, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით გლობალურ თამაშში”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
პრესკონფერენციაზე ეგედემ განაცხადა, რომ მზადაა ესაუბრა ტრამპს, რომელსაც არქტიკის კუნძულზე კონტროლის მოპოვება სურს.
ტრამპმა ადრე არ გამორიცხა სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენება გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად და ამას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი უწოდა.