ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 25-მილიონ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს. გადაწყვეტილება დღეს, 10 იანვარს გახდა ცნობილი, როდესაც მადურო საპრეზიდენტო ფიცს დებს.
ამას გარდა, აშშ-მა ასევე დააწესა ფულადი ჯილდო ინფორმაციისთვის ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის, დიოსდადო კაბელიოსა და თავდაცვის მინისტრის, ვლადიმირ პადრინოს დასაკავებლად.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები ივლისში ჩატარდა, რომელშიც გამარჯვებულად საარჩევნო ადმინისტრაციამ ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ოპოზიცია ნიკოლას მადუროს გამარჯვებას არ აღიარებს და არჩევნებში გამარჯვებულად თავის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს მიიჩნევს.
დღეს, ასევე ცნობილ;ი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ვენესუელის პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. მან ვენესუელელი ოპოზიციონერი, საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურის ოპონენტი, ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად აღიარა.