დონალდ ტრამპმა, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ვენესუელის პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. მან ვენესუელელი ოპოზიციონერი, საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურის ოპონენტი, ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად აღიარა.
ტრამპის განცხადების, რომელიც სოციალურ ქსელ Truth-ზე გავრცელდა, ფონია ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობა. მან მადუროს მთავრობა „რეჟიმად“ მოიხსსენია, რაც მიუთითებს მის მკაცრ წინააღმდეგობაზე ნიკოლას მადუროს ლიდერობის მიმართ.
დონალდ ტრამპმა შეაქო თავისუფლებისთვის მებრძოლი ვენესუელელი ხალხი და ოპოზიციის ლიდერები, - მარია კორინა მაჩადო და ედმუნდო გონსალესი.
მისი თქმით, დღეს ასი ათასობით ადამიანი გამოდის დემონტრაციებზე არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ტრამპმა ხაზი გაუსვა "თავისუფლებისთვის მებრძოლი ვენესუელელების" პროტესტის უსაფრთხოების მნიშვნელობას.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმცია, რომ მადუროს რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი თავისუფალია.
ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გასული ივლისში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხმის მიცემის შედეგებით არჩევნებში გონსალესმა გაიმარჯვა.
ამის შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ხელისუფლებამ 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 25 ადამიანი იქნა მოკლული.
ევროკავშირსა და აშშ-ს არჩევნებში ნიკოლას მადუროს გამარჯვება არ უღიარებიათ.