უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, მაგრამ სახელმწიფოსა და ევროპისთვის „უსაფრთხოების სერიოზული გარანტიებია საჭირო“. ამის შესახებ ზელენსკიმ RaiNews24-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა დამყარდეს. ჩვენ სხვებზე მეტად გვინდა მშვიდობა.
და ეს გასაგებია, რადგან ჩვენ ვკარგავთ უფრო მეტს, პირველ რიგში, ადამიანებს. მაგრამ ვიდრე რაიმეზე შევთანხმდებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს უსაფრთხოების სერიოზული გარანტიები უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის. ეს არის უკრაინის დაცვა და უსაფრთხოების გარანტიები - რომ რუსეთი აღარ დაბრუნდება აგრესიით, როგორც ეს მოხდა 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ და შემდეგ 2015 წელს, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინს სურს და ყოველთვის სურდა უკრაინის სრული განადგურება და ეს მის ოცნებას წარმოადგენს. თუმცა, კიევის ოცნება 2025 წელს არის უსაფრთხოების გარანტიების მიღება და ომის დასრულება.
"ეს ფაქტია, ეს მისი [პუტინის] ოცნებაა. და თქვენ არ უნდა გჯეროდეთ სხვა ზღაპრების. ამიტომ, უკრაინას ისეთი უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიეცეს, რომელიც მას [პუტინს] ომით დაბრუნების საშუალებას არ მისცემს. ჩვენი ოცნებაა, წელს მივიღოთ გარანტიები და წელს დავასრულოთ ომი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.