ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპული ახალგაზრდები თანასოფლელები იყვნენ. შემთხვევა გუშინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.