ნორვეგია უკრაინას დამატებით 750 მილიონ ნორვეგიულ კრონს (დაახლოებით 78.5 მილიონ დოლარს) გამოუყოფს, რათა სრულმასშტაბიანი ომის პირობებში ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირება უზრუნველყოს.
ამის შესახებ ნორვეგიის განვითარების მინისტრმა ასმუნდ აუკრუსტმა განაცხადა.
ნორვეგიელი მინისტრის განმარტებით, გამოყოფილი თანხა საჯარო სექტორის თანამშრომელთა ხელფასების, სოციალური დახმარებებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსებას მოხმარდება.
ფინანსური დახმარება მსოფლიო ბანკის უკრაინის მხარდაჭერის პროგრამაში - SPUR 2-ში გადაირიცხება. ნორვეგიის შენატანი უკრაინისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო რესურსების მოცულობას გაზრდის.
მექანიზმი ითვალისწინებს, რომ ნორვეგია საწყის დაფინანსებას გამოყოფს, ხოლო მსოფლიო ბანკი საკუთარი საკრედიტო შესაძლებლობების გამოყენებით საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე სახსრებს მოიზიდავს და შემდეგ უკრაინას სესხების სახით გადასცემს.