უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს სურს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სუსტად წარმოაჩინოს.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინელები ყოველთვის მადლიერი იყვნენ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისთვის. თუმცა, მისი შეფასებით, დონალდ ტრამპის მიერ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან მიღწეული ახალი შეთანხმებები მსოფლიო თვალში აშშ-ის პრეზიდენტს სუსტად წარმოაჩენს.
„რუსეთს სურს, ტრამპი სუსტად გამოიყურებოდეს. მათ აშშ-ში არჩევნები არ აწუხებთ. მათ აწუხებთ, რა ბედი ეწევა უკრაინას. მათ სძულთ ამერიკელები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკის შეფასებით, აშშ-სა და რუსეთს შორის რუსული დიზელის საწვავის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებზე მიწოდების შესახებ მიღწეული შეთანხმება პუტინისთვის ტაქტიკური გამარჯვება გახდა.
„პუტინი იცინის. მისთვის ეს იოლი გამარჯვება იყო - დიზელის საწვავზე შეთანხმებით. იგივე მოხდა Starlink-ის შემთხვევაშიც. მას სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად იყენებენ, თუმცა სამხედროებიც იყენებენ. ახლა პუტინი იცინის: მან ბრძოლის ველზე ამდენი ადამიანი დაკარგა, მაგრამ აქ იოლი გამარჯვება მოიპოვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.