მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდება იმ ოჯახების წრე, რომელთა წევრი დაღუპულია საომარი მოქმედებების შედეგად და მიიღებენ სოციალურ გარანტიას. ამის შესახებ განცხადება დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
როგორც მთავრობის საპარალმენტო მდივანმა გია ხუროშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, "მთავრობა თანახმაა გაფართოვდეს იმ ოჯახების წრე, რომლებიც გაზრდილ სოციალურ გარანტიებს იღებენ. ამ საკითხზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინაროებს და გაგრძელდება მუშაობა, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ამას იმსახურებენ".
ხუროშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის პრინციპები ვრცელდება როგორც აფხაზეთის ომში დაღუპული და დაკარგული ადამიანების ოჯახების წევრების მიმართ, ასევე 2004 წლის ცხინვალის ცნობილი მოვლენებისას, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად სამხედრო ბაზების დაბომბვისა და ასევე ავღანეთისა და ერაყის სამშვიდობო ოპერაციებისას დაღუპული პირების ოჯახის წევრებზე.
აღსანიშნავია ის, რომ როგორც ხუროშვილი აცახდებს, მთავრობა არ იზიარებს საპარალმენტო ოპოზიციის კრიტიკას და მათ ალტერნატიულ წინადადებებს კანონპროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ყოველთვიურ სახელმწიფო დახმარებას დაღიუპული ჯარისკაცების მხოლოდ შრომისუუნარო მეუღლე და მშობლები მიიღებენ.
ხუროშვილის თქმით, ამის მიზეზი არის საჭირო ფინანსური რესურსების არარსებობა.
"მთავრობას გააჩნია პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმისა, რომ არ აიღოს ისეთი სოციალური ვალდებულებები, რომლის განხორციელებსაც ვერ უზრუნველყოფენ".