გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაპირველად პირადად შეხვდება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, შემდეგ კი მათ ევროპელი ლიდერები და ნატო-ს გენერალური მდივანი შეუერთდებიან.
ორშაბათს ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრას გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დაესწრებიან.
ვიზიტის მიზეზი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადებაა ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის ალასკაში გამართული სამიტის შემდეგ.
ზელენსკის თეთრ სახლში თებერვალში ბოლო ვიზიტი სკანდალით დასრულდა, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება დროებით შეაჩერა.