ბათუმში თამარის დასახლებაში მატარებლის დაჯახების შედეგად მოზარდი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდს მატარებელმა ფეხზე გადაუარა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში მძიმე დაზიანება აქვს მიღებული, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.