უკრაინა შესაძლოა დათანხმდეს სამშვიდობო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების დასრულებას და რუსეთისთვის მის მიერ დაკავებული ტერიტორიების გადაცებას. იტყობინება გამოცემა The Daily Telegraph-ი წყაროზე დაყრდნობით.
"ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ მათ უნდა უარყონ დონალდ ტრამპის ნებისმიერი წინადადება, რომლის მიხედვითაც უკრაინას მეტი ტერიტორიის დათმობა მოუწევს, თუმცა შესაძლოა, რუსეთს მიეცეს შესაძლებლობა, შეინარჩუნოს უკვე მიტაცებული ტერიტორიის ნაწილი", - წერს გამოცემა.
The Daily Telegraph-ის ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ფრონტის ხაზის გაყინვას თანხმდება. ამავდროულად, გამოცემის წყაროების ცნობით, ზელენსი იმედოვნებს, რომ იარაღის მიწოდებისა და ნატოში წევრობისკენ მიმავალის გზის სახით, საიმედო გარანტიებს მიიღებს.
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაშია დაგეგმილი.
მანამდე გავრცელდა WSJ-ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას თუ უკრაინა რუსეთს დონეცკის ოლქის მესამედს გადასცემს, რომელიც კიევის კონტროლის ქვეშ რჩება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს „თავისი მიწის დათმობას“ რუსეთისთვის. ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა, თავის მხრივ, WSJ-ს განუცხადეს, რომ თუ უკრაინა მთელ დონეცკის ოლქს რუსეთს გადასცემს, რუსულ მხარეს მოუწევს ჯარების გაყვანა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილებიდან.