ბრიტანეთში, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო ბაზა, RAF Lakenheath-ზე, პარასკევს საღამოს დრონების სავარაუდო არასანქცირებული ფრენა დაფიქსირდა. აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ბაზის პერსონალმა ინციდენტზე რეაგირება მოახდინა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მომხდარის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან, ასევე დაზიანებულა თვითმფრინავებიდა ინფრასტრუქტურა.
„ჩვენ კვლავ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მასპინძელი ქვეყნის შესაბამის უწყებებთან, რათა დავიცვათ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის სამოქალაქო პირები, კონტრაქტორები და მათი ოჯახის წევრები“, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ინციდენტს წინ უძღოდა აშშ-ის მიერ ბრიტანეთიდან სამხედრო ავიაციის ნაწილის გაყვანა. ბოლო კვირების განმავლობაში ვაშინგტონმა ბრიტანეთიდან გაიყვანა ირანზე დარტყმებში მონაწილე ბომბდამშენები, ხოლო დიდი ზომის საჰაერო ტანკერები გერმანიაში გადაიყვანა.
ბომბდამშენებმა RAF Fairford-ის ბაზა უსაფრთხოების მოსაზრებებით დატოვეს.
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გასულ თვეში ორ პირს ბრალი წაუყენეს. პროკურატურის მტკიცებით, ერთ-ერთი მათგანი დიდ ბრიტანეთში ირანის დაზვერვის სამსახურის დახმარებას ცდილობდა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საჰაერო ტანკერების გერმანიაში გადაყვანის მიზეზი ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხე გახდა.