სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული პროგრამა, რომელიც ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ამოძირკვას ითვალისწინებს, ამოქმედდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა ჯემალ შალაშვილმა განუცხადა, სოფლებში შაშიანსა და ველისციხეში, მევენახეებმა ჰიბრიდული ჯიშის ვაზის გაჩეხვა უკვე დაიწყეს.
გამგეობის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონში ჰიბრიდული ჯიშის ვაზი 155 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. შალაშვილის განცხადებით, ჰიბრიდული ჯიშის ვაზებია `უწამლი~, `ვაქირულა~ და `შანიძე~.
ათობით მევენახემ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე გააფორმა სპეციალური ხელშეკრულება, გახსნეს საბანკო ანგარიშები, სადაც ჰიბრიდული ჯიშის ვაზის გაჩეხვის სანაცვლოდ, ერთ ჰექტარზე, 1000 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხებათ. კომპენსაციისათვის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი.