აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რამდენიმე ევროპელ ლიდერთან სატელეფონო ზარებს გეგმავს, რათა უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები განიხილოს.
ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt იუწყება.
„ვაშინგტონში არსებული წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს სატელეფონო საუბრებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან უკრაინასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ“, - წერს გამოცემა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპს ბერლინში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და, მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „კმაყოფილი ჩანდა“ მიღწეული პროგრესით.
ამასთან, აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მაგიდაზეა წარმოდგენილი, „ყველაზე ძლიერია“, რაც უკრაინას ოდესმე უნახავს.
ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ ბერლინში განხილული შეთანხმება მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის „ძალიან ძლიერ“ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც ნატო-ს ურთიერთდაცვითი პაქტის მოდელს წარმოადგენს, ასევე ამერიკული იარაღის გამოყენებით „ძალიან ძლიერ შეკავებას“. აშშ მოელის, რომ რუსეთი ამ შეთანხმებას მიიღებს.
ამსთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის „სადავო საკითხების 90%“ ბერლინში უკრაინა-აშშ-ს მოლაპარაკებების დროს მოგვარდა.
.