არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზის დარღვევა გახდა.
განცხადებას ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აწერს.
"თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება," - წერია განცხადებაში.