როდესაც ბელარუსიც კი უფრო დემოკრატიულად გამოიყურება, ვიდრე საქართველო, - ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსის მიერ 123 პატიმრის გათავისუფლებას.
მისი თქმით, საქართველოს მეტი პატიმარი ჰყავს და ასევე, ყოველდღიურად ახალი რეპრესიული კანონები.
,,ჩვენ გვყავს მეტი პატიმარი, ყოველდღიურად ახალი რეპრესიული კანონები და არ გვყავს პარტნიორები, რომლებიც ახორციელებენ ეფექტურ სანქციებს, რაც საშუალებას იძლევა ზეწოლისა და სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების!”,- წერს ზურაბიშვილი.
ელარუსმა 123 პატიმარი გაათავისუფლა. გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან. მანამდე ვნობილი გახდა, რომ აშშ-მა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.