ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმ, რუსტემ უმეროვის, განცხადებით, იმედოვნებს, რომ უკრაინა და აშშ დღის ბოლომდე ერთობლივ პოზიციებზე შეთანხმებას მიაღწევენ, რაც, მისი თქმით, უკრაინას მშვიდობასთან დააახლოებს. ამის შესახებ უმეროვი Х-ზე წერს.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინისა და ამერიკის მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო და „რეალური პროგრესი იქნა მიღწეული“.
„ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლომდე მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც მშვიდობასთან დაგვაახლოებს“, - აღნიშნა მან.
უმეროვმა ასევე მიუთითა მედიაში „ხმაურისა და ანონიმური სპეკულაციების“ შესახებ.
„გთხოვთ, ნუ აჰყვებით ჭორებსა და პროვოკაციებს. ამერიკის გუნდი, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით, უკიდურესად კონსტრუქციულად მუშაობს, რათა დაეხმაროს უკრაინას მდგრადი სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზის ძიებაში“, - აღნიშნა მან.
უმეროვმა ასევე დასძინა, რომ უკრაინის გუნდი „უკიდურესად მადლიერია პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის მიმართ ყველა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ისინი აკეთებენ“.