თბილისში, იაკო გოგებაშვილის ქუჩაზე დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მანქანის გადაყენების მოთხოვნით დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც იუწყებიან, დაპირისპირებაში ჩართული ერთ-ერთი პირი, დაეცა და თავი ბორდიურს დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია განყოფილებაში.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.