დღეს, 27 ნოემბერს, 10:00 საათზე, "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი" სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გამართავს პრესკონფერენცია-პრეზენტაციას თემაზე "რუსეთის საგარეო პოლიტიკის "ჰუმანიტარული ასპექტი... საქართველოს, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, მოლდოვას, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მიმართ".
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პირველი კვლევა, სადაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ჰუმანიტარული ასპექტის სხვადასხვა ქვეყნებზე ზემოქმედების შედეგების შედარებითი ანალიზია წარმოდგენილი.
პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ექვსივე სახელმწიფოს კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელები, რომლებიც დეტალურად წარმოადგენენ კვლევის შედეგების მიხედვით მიღებულ დასკვნებს.
ქართული მხრიდან პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.