8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8395 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 2.1 თეთრით გაუფასურდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.35 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9287 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 იანვარს ამოქმედდება.