''რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს , რომ 10 იანვარს ევროკავშირის ოფიციალური პირები აპირებენ, დაამტკიცონ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება.
“ევროკავშირის ოფიციალური პირები აპირებენ დაამტკიცონ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება პარასკევს, 10 იანვარს. ამის შემდეგ, 24 იანვარს, ევროკავშირის წარმომადგენლები ამას მწვანე შუქს აუნთებენ, ამიტომ შეზღუდვა ძალაში, სავარაუდოდ, თებერვალში შევა. როგორც მანამდე ითქვა - ამისთვის საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობა და ასეთი არსებობს", - წერს რიკარდ იოზვიაკი.