თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან, სადაც მოსამართლეები იკრიბებიან, მოქალაქეების პროტესტი გრძლედება.
„სამარცხვინო საქციელი, გუშინ შოუ დადგეს და დღეს ქეიფობენ. როგორ უნდა იარსებონ, ან როგორ უნდა შეხედონ საკუთარ შვილებს თვალებში? ეს მიკვირს. სირცხვილი ყველა მოსამართლეს, სირცხვილი, რომ ერთი კაცის სიტყვაზე დადის ამდენი მონა. ასეთი ახალგაზრდები გამოკეტეს და თვითონ შემოვიდნენ და ქეიფობენ. არ ვჩერდები, ხუსკივაძის კიბესთან ვაპირებ ცხოვრებას", - განაცხადა დაკავებული ზვიად ცეცხლაძის დედამ.
გუშინ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 8 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.
ფოტო: "პუბლიკა"