გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ბერლინი არ უნდა დათანხმდეს კიევისთვის იარაღის მიწოდების დაფინანსების შემცირებაზე.
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში სირიის შესახებ კონფერენციის ფაარგლებში, მან აღნიშნა, რომ შარშან გერმანიის მთავრობამ ამ მიზნებისთვის თითქმის შვიდი მილიარდი ევრო გამოყო და თუ ახლა მხოლოდ ნახევარს ან ცოტა მეტს უზრუნველყოფს, მაშინ ეს უკრაინისთვის თავდაცვის შესაძლებლობების შემცირება იქნება.
ბერბოკის ის თქმით, აუცილებელია უკრაინისთვის უფრო დიდი მოცულობის დახმარების გაგრძელება
მანამდე ყოველკვირეულმა გამოცემა Der Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეწინააღმდეგება კიევისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას 3 მილიარდი ევროს ოდენობით, რასაც მხარს უჭერს საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი.
ანალენა ბაერბოკმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის მიერ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გამოყენება, რომლის ერთ-ერთმა ნავთობის ტანკერმა დაკარგა კონტროლი ბალტიის ზღვაზე და ის გერმანიის პორტ სასნიცში გადაიყვანეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაციის ე.წ „ჩრდილოვანი ფლოტი“ სანქციების ქვეშაა და, ფაქტობრივად, ზღვაში საერთოდ არ უნდა გადიოდეს.
ბერბოკის თქმით, მოსკოვი მიზანმიმართულად უშვებს, რომ ავარია შეემთხვას გემებს, რომლებიც მიხოლოდ ჯართისთვის იქნება ვარგისი.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნავთობის დაღვრა საფრთხეს უქმნის როგორც ბალტიის მცირე ქვეყნებს, ასევე ტურიზმს პოლონეთსა და გერმანიაში.
„და ამის გათვალისწინებით, უკრაინის მხარდაჭერა ევროპაში ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო დაცვაა, ასვე საუკეთეოს დაცვაა ჩვენი უსაფრთხოების გერმანიაში“, – განაცხადა ბერბოკმა.