აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი დგებუაძის თქმით, დღეს ბათუმში აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს.
დგებუაძის თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
"ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 166, 173 მუხლებით. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ 173-ე მუხლით"- თქვა დგებუაძემ ტვ პირველთან.
ბათუმის პოლიციის მიერ დაკავებულებს შორის არიან კოალიცია ცვლილებებისთვის წევრები ელენე ხოშტარია, გიორგი კირთაძე, შუშანა მაცაბერიძე, ძლიერი საქართველოს წევრი ლუკა ნაცვლშვილი და ბათუმელების თანამშრომელი, ოპერატორი გურამ მურვანიძე.