ბათუმში, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები, ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, ხოშტარია საპროტესტო სტიკერის გაკვრას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ მისი დაკავება დაიწყო. ამ დროს, მისი დახმარება გიორგი კირთაძემ სცადა, თუმცა პოლიციელებმა ისიც დააკავეს.
გავრცელებული ცნობნებით, პოლიცია აქციის სხვა მონაწილეებსაც აკავებს.
აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 15:00 საათიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.