დღეს, 27 ნოემბერს, გარდაბნის რაიონულ ცენტრში გამწვანების აქცია გაიმართება. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე და პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვევიან.
აქცია "დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო!" ამჯერად გარდაბნის რაიონულ ცენტრში გაიმართება. სტუმრები მოსახლეობასთან ერთად 1000-მდე ფიჭვის, კვიპაროსის, საპნის ხის, თრიმლის, ნუშის და ნეკერჩხალის ნერგებს დარგავენ.
მინისტრი და პირველი ლედი გარდაბნის ბავშვთა სახლს ესტუმრებიან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებს ინვალიდის ეტლებს გადასცემენ.