რუსეთთან ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. ის გამოეხმაურა გერმანიის მთავრობის პრესსპიეკრის განცხადებას, რომლის თანახმად, თუ რუსეთი უკრაინაში დღის ბოლომდე 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, მაშინ ბერლინი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადების პროცესს დაიწყებს.
„ულტიმატუმების ენა რუსეთისთვის მიუღებელია, ის არ არის შესაფერისი. რუსეთთან ასეთი ენით საუბარი დაუშვებებლია“, - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
10 მაისს, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან, უნდა ამოქმედდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღის ვადით.