ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა.
7 მაისის ვაჭრობის შედეგად ,1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7467 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.06 თეთრით შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ამ ვალუტასთან მიმართებით 1.14 თეთრით გაუფასურდა და 3.1219 ლარი შეადგინა.
0.25 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6668 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.11 თეთრი შეადგინა.