6 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7456 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.07 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1012 ლარი გახდა.
1.73 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6495 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.11 თეთრი შეადგინა.