უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ Starlink-ისა და Starshield-ის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას კავშირის აღდგენაში დაეხმარა.
„Starlink-ისა და Starshield-ის მუშაობა აღდგა და მათი სიჩქარე ისეთივეა, როგორიც ყველა ამ შეზღუდვის დაწესებამდე იყო. ახლა სიჩქარე ისეთია, როგორიც გვჭირდება“, - განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კავშირის აღდგენა ღამით დაიწყო, დილით კი სიჩქარე უკვე საკმარისი იყო ამ საკომუნიკაციო სისტემების გამოსაყენებლად.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ფრონტის ლოჯისტიკისთვის და უკრაინის რეაქტიული „შაჰედებისგან“ დაცვისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე უკრაინის თავდაცვის ძალებმა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა დააფიქსირეს, რომ Starlink-ისა და Starshield-ის კავშირი საათში 161 კილომეტრზე მეტი სიჩქარის დროსაც მუშაობდა.