შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის წევრები არიან შეკრებილები.
ისინი დადიანიძის გაუჩინარების საქმის სწრაფ გამოძიებას მოითხოვენ.
აქციას შეუერთდნენ გურამ დადიანიძის მამა და მამიდაც.
აქციაზე იმყოფება ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც ოჯახის ინტერესებს იცავს.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.