12 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს რუსეთთან შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა.
„მე ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს. ჩვენ განვიხილეთ თურქეთში გამართული შეხვედრის ძირითადი დეტალები, რამაც შეიძლება ომის დასრულებაში წვლილი შეიტანოს. მადლობელი ვარ მხარდაჭერისა და დიპლომატიის უმაღლეს დონეზე ხელშეწყობის მზადყოფნისთვის. ჩვენ კვლავ ვხედავთ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ პარტნიორებმა უნდა უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი.
პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატმა განაცხადა, რომ ერდოღანმა საუბარში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას „უაღრესად მნიშვნელოვანი“ უწოდა.
თურქეთის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ დასაწყებად ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას და დასძინა, რომ „შესაძლებლობების ღია ფანჯარა არ უნდა დაიკარგოს“.