უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალების შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა. ინფორმაციას უმაღლესი რადა ავრცელებს.
30 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება უკრაინასა და აშშ-ს შორის საერთო საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც აშშ-ს უკრაინის ბუნებრივი რესურსების განვითარების პროექტებში სპეციალური წვდომით უზრუნველყოფს.
"ეს დოკუმენტი გახსნის გზას იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკაში მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს, კერძოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, მრეწველობაში და დაზიანებული რეგიონის აღდგენაზე. შეთანხმების რატიფიცირება შესაძლებლობას მოგვცემს ფონდმა სრულფასოვნად დაიწყოს მუშაობა", - წერია ინფორმაციაში.