გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან კორნელიუსმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში დღის ბოლომდე 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, მაშინ ბერლინი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადების პროცესს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კორნელიუსის თქმით, რუსეთმა ორშაბათს, დღის ბოლომდე უკრაინაში უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი სანქციები დაეკისრება.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დროის ამოწურვის შემდეგ ევროპელები სანქციებისთვის მზადებას დაიწყებდნენ, კორნელიუსმა უპასუხა: „სწორედ, ასეა“.
„როდესაც ეს დღე გავა, სანქციების ზომების მომზადება პოლიტიკური მრჩევლების დონეზე დაიწყება. ამის პარალელურად, ბრიუსელში სანქციების მე-17 პაკეტს ვამზადებთ.
ეს მოსამზადებელი სამუშაოები (სტამბოლში) მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობს“, - განაცხადა პარლამენტის კორნელიუსმა.