2008 წლის ომში დამნაშავე არის რუსეთი, მისი ამ პასუხისმგებლობის რამენაირად გადაფარვის მცდელობა არის ღალატი, - ამის შესახებ უფროსი ოფიცერი, ზოია კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს.
"#ანწუხელიძეუკვდავია
ასევე უკვდავი და ამ ქვეყნის ეროვნული სიამაყეა 17 შინდისელი, ხურციძე, დოლიძე, ყულოშვილი, გზირიშვილი და ყველა, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას თავი გმირულად შესწირა!
დიდება გმირებს, იმ ქვეყნად და ამქვეყნად!
გამარჯვება და პატივისცემა საქართველოს ყველა ღირსეულ და კეთილსინდისიერ სამხედროს, ყოფილსაც და მოქმედსაც!
ვირთხებისა და მოღალატეების ქმედებები ვერასოდეს დააკნინებს იმ ღვაწლს, რაც ამ ქვეყნისადმი იყო და იქნება გაღებული. მით უმეტეს, როცა ეს ღვაწლი სრულიად გააზრებით გაღებული ან რისკის ქვეშ დაყენებული სიცოცხლეა ქვეყნისათვის!
2008 წლის ომში დამნაშავე არის რუსეთი. მისი ამ პასუხისმგებლობის რამენაირად გადაფარვის მცდელობა არის ღალატი. სამხედროების შეურაცხყოფა კი გამოუსწორებელი შეცდომაა.
მაროს დავესესხები და #გავიმარჯვებთსახელოვნად!" - წერს უფროსი ოფიცერი.