31 მარტს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების შესახებ განაცხადა.
აღნიშნულია, რომ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს დაიბარა რუსეთის ელჩი ოლეგ ოზეროვი და გადასცა "ნოტა, რომელშიც რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი არასასურველ პირებად გამოაცხადა".
„მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილება ეფუძნება მკაფიო მტკიცებულებებს იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგება მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დიპლომატიურ სტატუსს. დიპლომატებმა უნდა დატოვონ ქვეყანა", - ნათქვამია განცხადებაში.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გაძევების მიზეზებს.