ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა მოუწოდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, გაზარდოს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, რათა დასრულდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიული ომი. "
„ვფიქრობ, შეერთებულ შტატების წინაშეც დგას ამოცანა, მოახდინოს მეტი ზეწოლა რუსეთზე“, - განაცხადა კალასმა ორშაბათს, 31 მარტს, მადრიდში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, მოსკოვი უპირველეს ყოვლისა, უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და „გადადგას ნაბიჯი წინ“.
„ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას და სამხედრო ტყვეების გათავისუფლებას“, - დასძინა მან.
მადრიდში კონსულტაციებში კაია კალასის გარდა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის, საფრანგეთისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევეთავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა.
შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა ერთობლივი განცხადების მიღება, რომელიც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის ამჟამინდელ ძალისხმევას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
თავის მხრივ, კუბილიუსმა მიუწოდა ევროკომისიის მიერ ახლახან წარმოდგენილი გადაიარაღების ევროპული სტრატეგიის დაუყონებლივ განხორციელებისკენ და აღნიშნა, რომ პუტინისთვის მიღებული განცხადების „უბრალოდ წაკითხვა“ მას ვერ შეაჩერებს.