26 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.55 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7739 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.34 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9928 ლარი გახდა.
1.91 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5797 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.30 თეთრი შეადგინა.