ძალიან ბევრი სანდო წყაროდან ზუსტი ინფორმაცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელი ცალკეულ ქვეყნებს აბულინგებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" მშვენიერი ურთიერთობები აქვს ცალკეულ ქვეყნებთან.
"ჩვენ პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან. პრობლემა იქიდან გამომდინარე შეიქმნა, რომ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე უარი ვთქვით. ამის შემდეგ ბრიუსელი ასეთ რეჟიმშია, ბოდიში და გაბუტვის რეჟიმში და გაჯიუტებულები არიან.
ცალკეულ ქვეყნებთან ჩვენ მშვენიერი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ბოლო დროის ვიზიტებიც იმაზე მეტყველებს, რომ ცალკეულ ქვეყნებთან ძალიან ჯანსაღი დიალოგი გვაქვს. თუმცა, ჩვენ ძალიან ბევრი სანდო წყაროდან ზუსტი ინფორმაცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელი ცალკეულ ქვეყნებს აბულინგებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. მაგრამ, ბოლო ვიზიტებიც ცხადყოფს, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ამ ბულინგს არ ექვემდებარებიან", - თქვა ლევან მაჭავარიანმა.