მე არაერთხელ, მერეც, იმ პერიოდშიც ამიხსნია, რომ მე ყოვლეთვის, მთელი ცხოვრება არ შემშლია ვინ არის აგრესორი საქართველოს წინააღმდეგ; ვინ არის ის, ვინც იწყებს ომს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველის” გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
„აქ არის პატარა კამპანია დაწყებული, ვისგან არის ორგანიზებული, ალბათ ადვილი გასაგები არის და რატომ ჭირდებათ, ესეც ალბათ ადვილი გასაგები არის. მე არაერთხელ, მერეც, იმ პერიოდშიც ამიხსნია, რომ მე ყოვლეთვის, მთელი ცხოვრება არ შემშლია ვინ არის აგრესორი საქართველოს წინააღმდეგ; ვინ არის ის, ვინც იწყებს ომს. დანარჩენი არის ის დეტალები, ასე ვთქვათ, ის ისტორიული ფაქტები და მოვლენები, რომლებიც ყველას აქვს უფლება, რომ შეაფასოს, მაგრამ ეს შეფასება უნდა მოვიდეს მერე ისტორიაში და არ უნდა იყოს სადამსჯელო კომიტეტი. არ შეიძლება! ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა ამ ქვეყანაში, რომ არცერთი ჩვენი ისტორიის ფურცელი ახლო წარსულის არ გაგვიშლია ისე, წყნარად, რომ ავწონ-დავწონოთ, გავიგოთ, რა მოხდა, როგორ მოხდა, როგორ შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო, ან არ მომხდარიყო, რამდენად იყო გარდაუვალი...
ეს არის ის საკითხები, რომლებიც მე მაინტერესებს მომავლისათვის, მაგრამ ის, რომ რუსეთი არის ჩვენი აგრესორი, არამხოლოდ ჩვენი, ყველა თავისი მეზობლების მიმართ... რუსეთი არის ის, რომელმაც გადალახა საზღვრები.
ეს არის მცდელობა სხვათაშორის, ამას დააკვირდით, დღეს მე ვარ ის ადამიანი, რომლის იმედი აქვს ხალხს და იმ მომენტში, როცა ყველაფერს ებრძვიან, შლიან პარტიებს, მედიას, არასამთავრობო საზოგადოებას, ცალკეულ მოქალაქეებს, იმ ახალგაზრდებს, მსახიობებს, მუსიკოსებს, ძალიან ნათელია, რომ საჭიროა, ჩემი დისკრედიტაციაც მოახდინონ. ასე რომ, წყარო ამ კამპანიის, რომელიც უცებ ატყდა 2 დღეში და უცებ გავრცელდა და უცებ დამიყენეს იქ ადამიანები, რომლებიც ყვიროდნენ იმისთვის, რომ ჩემი ხმა არ გასულიყო... მე სულ არ მაღელვებს იმიტომ, რომ ვიცი, რამდენად ორგანიზებულია, ვიცი, ვისი ორგანიზებულია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.