საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს.
ინფორმაციას „ლევანტეს“ ოფიციალური საიტი ავრცელებს.
კლუბის ცნობით, შეთანხმებას ქოჩორაშვილის ტრანსფერზე „სპორტინგთან“ გასულ შაბათ-კვირას მიაღწიეს.
ამავე წყაროს ცნობით, 2025 წლის 30 ივნისამდე ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ რჩება იჯარით, შემდეგ კი პორტუგალიაში გადავა.
გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.