გაერთიანებული სამეფოს ხალხი ქუჩაში გამოვიდა, რათა ეჩვენებინა, როგორ უჭერენ მხარს უკრაინას, ჩვენი ურყევი მზაობაა, ვიდგეთ თქვენ გვერდით და მოვაღწიოთ ხანგრძლივ მშვიდობას, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისა განუცხადა.
სტარმერის თქმით, ბრიტაბეთი დგას უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
„აქ, დაუნინგ სთრითზე თქვენ ძალიან მისასალმებელი სტუმარი ხართ. როგორც გესმით გარედან შეძახილები, თქვენ გაქვთ სრული მხარდაჭერა გაერთიანებული სამეფოსგან.იმედი მაქვს, გაიგონეთ, შეძახილები ქუჩაში. ეს არის გაერთიანებული სამეფოს ხალხი, რომელიც გამოვიდა, რათა ეჩვენებინათ, როგორ გიჭერენ მხარს, როგორ უჭერენ მხარს უკრაინას და ჩვენი აბსოლუტური, ურყევი მზაობა, ვიდგეთ თქვენ გვერდით და მივაღწიოთ იმას, რისი მიღწევაც ორივეს გვსურს. ეს არის ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინისთვის მის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე დაფუძნებული, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, ევროპისთვის და გაერთიანებული სამეფოსთვის“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს, მის მოსახლეობას და პრემიერ-მინისტრს ომის დაწყებიდან უკრაინის მხარდაჭერისთვის.
ზელენსკი ლონდონში ვაშინგტონიდან დღეს ჩაფრინდა.
ზელენსკი ხვალ სტარმერის მიერ ორგანიზებულ ევროპელ ლიდერთა სამიტს დაესწრება. შეხვედრაზე განიხილება უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ევროპას შეუძლია შესთავაზოს უკრაინას რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება მეფე ჩარლზსაც.