ბრიტანეთი უკრაინას 1,6 მილიარდი ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი) გამოუყოფს საჰაერო თავდაცვის სიტემებისთვის 5 ათასზე მეტი რაკეტის შესაძენად. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.
„ეს სასიცოცხლო მნიშვნელოვანი იქნება ახლა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და გააძლიერებს უკრაინას მშვიდობის უზრუნველსაყოფისთვის, როდესაც ის დადგება, რადგან ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე.
ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი სუსტი შეთანხმება, როგორიც არის მინსკის შეთანხმებები, რომელიც რუსეთს ადვილად შეუძლია დაარღვიოს“, - განაცხადა სტარმერმა.
სტარმერმა თქვა: ”ამ მთავრობის პირველი პრიორიტეტი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მთავრობის, არის ბრიტანელი ხალხის უსაფრთხოება ეროვნული ინტერესების დაცვისათვის, განსაკუთრებით ამ გაურკვეველ დროს.”
მან თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა მოიწვია "პარტნიორების გაერთიანებისათვის უკრაინის გაძლიერების მცდელობისა და სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მხარდასაჭერად ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ".
„ჩვენი საწყისი წერტილი უნდა იყოს უკრაინის რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში დაყენება ახლა, რათა მან შეძლოს მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან და ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას“, - განაცხადა სტარმერმა.
თავდაცვის სამიტში, რომელიც დღეს ლონდონში გაიმართა დარომელზეც უკრაინის საკითხი განიხილებოდა, მონაწილეობა მიიღეს ევროპელი ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიდან სამიტში მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ასევე დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის ლიდერები.