"ლონდონში, მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, მივიღოთ ზომები უკრაინაში ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად",- წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი X-ზე, დასავლელი ლიდერების სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ლონდონში გაიმართა.
და რომლის მთავარი თემაც უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოება იყო.
სამიტში, მონაწილეობა მიიღეs ევროპელი ლიდერებმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკმ, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, ევროკომისიის პრეზიდენტნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა.
ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიდან სამიტში მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ასევე დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის ლიდერები.