პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველას, გამონაკლისის გარეშე, განურჩევლად ემოციებისა, სურს ევროპა-ამერიკის ურთიერთობა მაქსიმალურად უკეთესი იყოს. ამის შესახებ ტუსკმა ლონდონის უსაფრთხოების სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან მაქსიმალურად მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოლონეთის, ევროპისა და უკრაინის მომავლის უსაფრთხოებისთვის.
მისი თქმით, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ იქმნებოდა ნარატივი, რომელიც ევროპასა და შეერთებულ შტატების გაყოფის შესახებ.
ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება“, - ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.
„პოლონეთი, გასაგები მიზეზების გამო (...) ყველაზე მეტად დაინტერესებულია, რომ ევროპა იყოს უფრო ძლიერი და შეეძლოს თავდაცვითი მოქმედებები უფრო დიდი მასშტაბით, ვიდრე ახლაა, რათა რუსეთი შეაკავოს შესაძლო თავდასხმისგან“, - განაცხადა ტუსკმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ამავდროულად ქვეყანა მუშაობს შეერთებულ შტატებთან რაც შეიძლება მჭიდრო კავშირების შესანარჩუნებლად.
„ამიტომ ცალსახად დავუჭირე მხარი იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის წინადადებას, რომ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა უნდა იპოვონ გზა უწყვეტი და ძალიან გულწრფელი დისკუსიისა და აზრთა გაცვლისათვის, რათა ჩვენ მაქსიმალურად კარგად გავუგოთ ერთმანეთს ამ გადამწყვეტ მოვლენებამდე, რაც გველის“, - აღნიშნა ტუსკმა.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ევროპამ და შეერთებული შტატებმა ერთხმად ისაუბრონ“, – განაცხადა ტუსკმა.
მან დასძინა, რომ პოლონეთი და ევროპა იმედით ელიან 6 მარტს, როდესაც ევროპელი ლიდერებმა უნდა გააგრძელონ მოლაპარაკებები უკრაინაზე, რადგან ეს იქნება "ძალიან მკაფიო სიგნალი, რომელიც ასევე აჩვენებს პუტინს და რუსეთს, რომ დასავლეთში არავინ აპირებს კაპიტულაციას მისი შანტაჟისა და აგრესიის წინაშე".