ლონდონში უსაფრთხოების სამიტი დასრულდა, რომელზეც უკრაინის საკითხი განიხილებოდა.
ამიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება 4 მნიშვნელოვან ნაბიჯზე:
“ვიდრე ომია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება;
ნებისმიერმა განგრძობადმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს მშვიდობის მოლაპარაკებების ნებისმიერ მაგიდასთან;
სამშვიდობო შეთანხმების დადების შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები მიზნად დაისახავენ, შეაკავონ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მომავალში;
იქნება „მსურველთა კოალიცია", რომელიც დაიცავს უკრაინას და იქნება ქვეყანაში მშვიდობის გარანტი", - აღნიშნა სტარმერმა.