ზელენსკი ნამდვილ ნაცისტად და ებრაელი ხალხის მოღალატედ იქცა - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა „კრასნაია ზვედასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში სამშვიდობოების შეყვანა რუსეთის წინააღმდეგ ომის „წახალისების“ გაგრძელებაა.
„დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა თქვა, რომ „უკრაინისთვის ახლა მშვიდობა ომზე უარესია“.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შემდეგ, [ჩავიდა აშშ-ში], რათა დაერწმუნებინა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ არ იყო საჭირო „ამ ამბის“ ასე სწრაფად დასრულება და ამავდროულად ტრაბახობდა, რომ წელს ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად იარაღის სახით უდიდეს წვლილს შეიტანდა.
პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რაღაც იდეებით დარბის, ისევე როგორც კირ სტარმერი.
ამბობენ, რომ ათასობით სამშვიდობოს ამზადებენ და ჰაერიდან თავდაცვას უზრუნველყოფენ. ესეც თავხედობაა.
უკრაინაში „სამშვიდობოების“ შეყვანის ეს გეგმა კიევის რეჟიმის ჩვენ წინააღმდეგ ომის „წახალისების“ გაგრძელებაა.
ამ „ბიჭებმა“ მინსკის შეთანხმებები „გათელეს“. მათ ეს მხოლოდ ახლახან აღიარეს.
მათ თანაავტორებს [ჩვენი დასავლელი მეზობლები] არ ჰქონდათ [შეთანხმებების] შესრულების განზრახვა და იარაღის მიცემით შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანეს ჯერ პოროშენკო, შემდეგ ზელენსკი.
სწორედ მათ „აიძულეს“ მას 180-გრადუსიანი შემობრუნება, თუმცა შესაძლოა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამას 360- გრადუსიან შემობრუნებად ჩათვლიდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი 180 გრადუსით შემოტრიალდა იმ ადამიანისგან, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში მშვიდობის ლოზუნგებით - „თავი დაანებეთ რუსული ენას, ეს ჩვენი საერთო ენაა, ჩვენი საერთო კულტურაა“ [ეს ყველაფერი ინტერნეტშია] და ექვს თვეში გადაიქცა ნამდვილ ნაცისტად და როგორც სწორად თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ებრაელი ხალხის მოღალატედ“, - განაცხადა ლავროვმა.