ბათუმში, გორდოკის დასახლებაში, კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს და წერს, რომ ცხედარს დაზიანებები აღენიშნება. კაცი, სავარაუდოდ, მოკლულია.
ადგილზე პოლიცია იმყოფება. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.